დემი-შეფი, მზარეული — IOTA Hotels

IOTA Hotels — ლოგო
IOTA Hotels

დემი-შეფი, მზარეული

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიებს, დემი-შეფისა და მზარეულის პოზიციებზე.

"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

1. დემი-შეფი

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველთვიური აღწერების წარმოება
  • პროდუქციის მიღება და დასაწყობება/დახარისხება
  • კომპანიაში დანერგილი HACCP-ის სისტემის შესაბამისი სტანდარტების დაცვა
  • მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება
  • კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა
  • კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
  • "სასტუმრო იოტას" სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
  • პროდუქტების მარაგის კონტროლი
  • კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
  • არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

ფიქსირებული ანაზღაურება - 1600 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 2000 ლარამდე ანაზღაურება)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

2. მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

  • მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება
  • კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა
  • კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
  • "სასტუმრო იოტას" სამუშაო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
  • პროდუქტების მარაგის კონტროლი
  • კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
  • არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

ფიქსირებული ანაზღაურება - 1400 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1700 ლარამდე ანაზღაურება)

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10.