დემი შეფი- ბათუმი
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
- ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
- ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
- ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
- სამზარეულოს დანადგარებისა აღჭურვილობის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
- პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.