დემი შეფი — სასტუმრო Gino Seaside Tbilisi

სასტუმრო Gino Seaside Tbilisi — ლოგო
სასტუმრო Gino Seaside Tbilisi

დემი შეფი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

სასტუმრო "Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები:

  • კერძების მომზადება და შეფის/სუ-შეფის ინსტრუქციების შესრულება
  • კერძების ხარისხისა და პრეზენტაციის კონტროლის მხარდაჭერა
  • ინგრედიენტების წინასწარი მომზადება და სწორად შენახვა
  • ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
  • სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება
  • მარაგების კონტროლის პროცესში მონაწილეობა

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან კულინარიული განათლება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას