დემი შეფი
შპს. „გლორია“ მართავს ორ სასტუმროს - „ტიფლის პალასს“, რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს „ტიფლის ვერანდას“) და „Grand Gloria“-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.
კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.
შპს „გლორია“ აცხადებს ვაკანსიას „დემი შეფის“ პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი გორგასლის 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს,
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
- კვებით უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება;
- ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
- ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
- სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
- სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
- მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 02 ივლისი
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- უფასო კვება