დელივერი
"ვესტ ინვესტს" ქართულ ბაზარზე 21-წლიანი ისტორია აქვს. დღეს კომპანია საქართველოში საკვები პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა.
ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის გაყინული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და სხვა, რომელიც საერთაშორისო ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტ" აცხადებს ვაკანსიას დელივერის პოზიციაზე!
სამუშაო მდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რ/ნი
ანაზღაურება: 2500ლ
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული — ორშაბათი-პარასკევი / შაბათი-კვირა დასვენება
მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა — C კატეგორია;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პასუხისმგებლობები:
- საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის მიღება-ჩაბარება;
- წინასწარ განსაზღვრული ობიექტებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება;
- ობიექტზე პასუხისმგებელი პირისთვის (მენეჯერისთვის) პროდუქციის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს/მასტერკლასებს;
- კორპორატიულ დაზღვევას.