დეკანის აპარატში მთავარი სპეციალისტი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დეკანის აპარატში მთავარი სპეციალისტი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციის (1 ვაკანსია) დასაკავებლად.

სამუშაო პირობები

  • თანამდებობრივი სარგო: 1130 (ათას ასოცდაათი) ლარი თვეში (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
  • სამუშაო საათები: კვირაში არანაკლებ 40 საათისა, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
  • გამოსაცდელი ვადა: სამი თვე (დასაქმების პერსპექტივით).

მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი (სამართლის ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით) ან იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.
  • სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი.
  • მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).

საჭირო ცოდნა:

  • თსუ-ს წესდება.
  • საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ".
  • "იურიდიული ფაკულტეტის დებულება".
  • თსუ-ში მოქმედი რეგულაციები.

პიროვნული თვისებები:

  • კრეატიულობა და შემოქმედებითობა.
  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ოპერატიულობა.
  • ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი.
  • გუნდურობა და კომუნიკაბელურობა.
  • დასაბუთების უნარი.
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა.
  • პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა.
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • დეკანისა და დეკანის მოადგილის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა.
  • ფაკულტეტის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორ დაწესებულებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად.
  • ფაკულტეტის სტუმართა ხელშეწყობა მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოს შესრულებისას და ფაკულტეტის მიერ მათი მასპინძლობის ორგანიზება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად.
  • სტუდენტებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან დეკანის ურთიერთობის კოორდინაციის ხელშეწყობა.
  • დეკანის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების სამუშაო ვერსიების მომზადების ხელშეწყობა.
  • დეკანის სხვადასხვა წერილობითი მოხსენების ტექსტის მომზადების ხელშეწყობა.
  • ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტების კოორდინაცია.
  • ტუტორიუმის პროგრამის შემუშავება, ხელმძღვანელობა, ტუტორთა ჯგუფის მომზადება.
  • სხვა შესაბამისი ამოცანის შესრულება.

საჭირო დოკუმენტები:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია).
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი.
  • კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში, ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

ჩვენ მოგიძებნით სხვის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა სხვის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.