დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტი
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატში მთავარი სპეციალისტის პოზიციის დასაკავებლად.
სამუშაო პირობები
- თანამდებობრივი სარგო: 1130 (ათას ასოცდაათი) ლარი თვეში (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
- სამუშაო საათები: კვირაში არანაკლებ 40 საათისა, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
- გამოსაცდელი ვადა: სამი თვე (დასაქმების პერსპექტივით).
მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი (სამართლის ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით) ან იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.
- სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი.
- მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).
- თსუ-ს წესდება;
- საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ";
- "იურიდიული ფაკულტეტის დებულება";
- თსუ-ში მოქმედი რეგულაციები.
პიროვნული თვისებები
- კრეატიულობა და შემოქმედებითობა.
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ოპერატიულობა.
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი.
- გუნდურობა და კომუნიკაბელურობა.
- დასაბუთების უნარი.
- ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა.
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა.
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
პასუხისმგებლობები
- დეკანისა და დეკანის მოადგილის ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობა.
- ფაკულტეტის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორ დაწესებულებებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად.
- ფაკულტეტის სტუმართა ხელშეწყობა მათ მიერ განსახორციელებელი სამუშაოს შესრულებისას და ფაკულტეტის მიერ მათი მასპინძლობის ორგანიზება ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურთან ერთად.
- სტუდენტებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან დეკანის ურთიერთობის კოორდინაციის ხელშეწყობა.
- დეკანის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების სამუშაო ვერსიების მომზადების ხელშეწყობა.
- დეკანის სხვადასხვა წერილობითი მოხსენების ტექსტის მომზადების ხელშეწყობა.
- ფაკულტეტის სტაჟირების პროგრამაში ჩართული სტუდენტების კოორდინაცია.
- ტუტორიუმის პროგრამის შემუშავება, ხელმძღვანელობა, ტუტორთა ჯგუფის მომზადება.
- სხვა შესაბამისი ამოცანის შესრულება.
საჭირო დოკუმენტაცია
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
- CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია).
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი.
- სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა (ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა აპლიკანტმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს 2026 წლის 6 ივლისიდან 2026 წლის 9 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე.