ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.


პირობები:


** ყოველთვიური ანაზღაურება: 2400-2600 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-17:00 სთ, შესვენება 1 საათი;

** სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ

** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია ქ. თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან


ბენეფიტები:


** უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;

** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;

** კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი ყოველთვიური ლიმიტითა და შეღავათიანი ტარიფებით.


კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:


** განახორციელოს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები (სავარაუდო ღირებულების დადგენა, ბაზრის შესწავლა/ფასთა გამოკითხვა);

** საჭიროების შემთხვევაში, მომთხოვნ სტრუქტურულ ერთეულთან განახორციელოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების დაზუსტება;

** კანონმდებლობის შესაბამისად, სატენდერო პროცედურის ჩატარების უზრუნველყოფა და მონიტორინგი (სატენდერო კომისიის აპარატის წევრი);

** კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და შეთანხმების გაფორმების უზრუნველყოფა;

** გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და შეთანხმების ელექტრონული (PDF) ფაილის, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;

** სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის პროექტების მოქმედ წესებთან შესაბამისობაში მოყვანა;

** ელექტრონული შესყიდვის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციის და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა;

** კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში ხელშეკრულებების გაფორმება;

** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში;

** სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების მომზადება ატვირთვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსური, ეკონომიკური ან/და იურიდიული მიმართულებით.

** სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება, აქედან, შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (სახელმწიფო შესყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).


აუცილებელი უნარები:


** სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა.

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office პროგრამები).

** ენების ცოდნა: ქართული - მშობლიური, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე (კომუნიკაციის ან/და საქმიანი მიმოწერის წარმოება ინგლისურ ენაზე).


პიროვნული მახასიათებლები:


** ანალიტიკური აზროვნება.

** დისციპლინირებულება.

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

** პასუხისმგებლობის გრძნობა.

** ინსტრუქციების პროცედურების დაცვის უნარი.

** კომუნიკაბელურობა.

** ორგანიზებულობა.

** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

** დროის ეფექტური მართვის უნარი.

** შემჭიდროებულ ვადებში სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი.

** გუნდში მუშაობის უნარი.


მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2025 წლის 12 ოქტომბრისა გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გარდაბნის თბოსადგური 2

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია