APEX Development-ი არის სწრაფად მზარდი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის თანამედროვე, ხარისხიან საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული გარემო და ცხოვრების ახალი სტანდარტი.
"APEX Development" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი #52, მეტრო 300 არაგველთან
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ანაზღაურება: 2500-3000₾ (Net)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
** ბრენდის ცნობადობის ზრდა და პოზიციონირების უზრუნველყოფა
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება (ბილბორდები, ღონისძიებები, PR კომუნიკაცია)
** გაყიდვების დეპარტამენტთან თანამშრომლობა - ეფექტური მარკეტინგული მხარდაჭერისთვის
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
** საგამოფენო და საკომუნიკაციო მასალების (ბუკლეტები, კატალოგები, პრეზენტაციები) მომზადება დიზაინერთან ერთად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება PR-ის, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე
** უპირატესობა მიენიჭება უძრავი ქონების/სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილებას
** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
რას გთავაზობთ:
** კრეატიული იდეებისა და ინიციატივების განხორციელების თავისუფლება
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამედროვე სამუშაო გარემო