APEX Development-ი არის სწრაფად მზარდი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის თანამედროვე, ხარისხიან საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული გარემო და ცხოვრების ახალი სტანდარტი.


"APEX Development" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი #52, მეტრო 300 არაგველთან

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ანაზღაურება: 2500-3000₾ (Net)


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


** კომპანიის ვიზუალური კომუნიკაციის მხარდაჭერა და ერთიანი სტილის უზრუნველყოფა

** სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების დიზაინების მომზადება (სოციალური მედიის ბანერბეი, ბუკლეტები, კატალოგები, პრეზენტაციები)

** ბრენდის სტილის წესების დაცვა და განვითარება

** გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად

** სააგენტოებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია დიზაინის ხარისხის უზრუნველსაყოფად


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** უმაღლესი ან პროფესიული განათლება დიზაინის ან შესაბამის სფეროში

**მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში

** Adobe Creative Suite-ის (Photoshop, Illustrator, InDesign) და სხვა შესაბამისი პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

** დეტალებზე ორიენტირებულობა და კრეატიული მიდგომა

** გუნდში მუშაობის უნარი და დროის ეფექტურად მართვა


რას გთავაზობთ:


** კრეატიული იდეებისა და ინიციატივების განხორციელების თავისუფლება

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა

**ჯანმრთელობის დაზღვევა

** თანამედროვე სამუშაო გარემო

აპექს დეველოპმენტი

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია