სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.


www.bms.ge


სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 საათი.

ანაზღაურება: 2500 - 3000 ლარი, ნეტ


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


** ბაზრის მიმოხილვა და ანალიზი კატეგორიის ჭრილში;

** კატეგორიის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;

** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან კომერციული, მარკეტინგული საკითხების განხილვა შესყიდვებთან ერთად;

** აქტიური ჩართულობა მერჩენდაიზინგში ბრენდების და პროდუქტების დონეზე;

** პლანოგრამების აწყობაში მონაწილეობის მიღება მერჩენდაიზერთან ერთად;

** კატეგორიის ჭრილში სრულ პორტფელზე ნაშთების კონტროლი,

** ადგილობრივ პროდუქტებზე ნაშთების პერიოდულად კონტროლი და იმპორტზე ყველა შეკვეთის ანალიზი;

** მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის და გაყიდვების ჯგუფთან, აქციების ინიცირებასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;

** საფასო პოლიტიკის მართვა კატეგორიის ჭრილში, ფასების განსაზღვრა;

** ასორტიმენტისა და გაყიდვების ოპტიმიზაცია; კვირაში ერთი დღე კონკურენტ სუპერმარკეტებში წასვლა და ფასების კონტოლი;

** კვირაში ერთი დღე ფილიალში (ებში) მისვლა და კონტროლი;

** კატეგორიის მართვა ქვეკატეგორიების და საფასო სეგმენტების ჭრილში;

** ახალი ბრენდების ინიცირება და კატეგორიის განვითარება;

** ყოველკვირეული ანალიზი კატეგორიის ჭრილში, ვარგისიანობის ვადების კონტროლი ყველა ბრენდის ჭრილში;

** ნომენკლატურის და ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება ქსელებში თითოეული ფილიალის ჭრილში, კვარტლური ანალიზი-კონტროლი;

** ბრენდმენეჯერებთან ურთიერთობა ნაშთების და ნომენკლატურის მართვის მიმართულებით;

** კატეგორიის ჭრილში ახალ ბრენდებზე და ახალ პოზიციებზე გადაწყვეტილების მიღება და პირველადი შეკვეთების მომზადება.


ძირითადი მოთხოვნები:


** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

ბი-ემ-ესი

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია