სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" დაარსდა 2001 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში ევროპული პროდუქციის იმპორტი დაიწყო. დღეს სასურსათო ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული და ქართული პრემიუმ ხარისხის ასორტიმენტით.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 საათი.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N40.
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი, ნეტ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებები;
** ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
** მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება ფასების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შესახებ;
** მომწოდებლისგან შემოთავაზებულ პროდუქტებზე შერჩევაში მონაწილეობა;
** ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე;
** შეკვეთების ფორმირება და განთავსება;
** უცხოეთში პროდუქციის დატვირთვის დაორგანიზება როგორც მთლიანი, ასევე გრუპაჟული ტვირთების;
** იმპორტის დოკუმენტების წინასწარ მოთხოვნა და მიღება, მიღებული დოკუმენტების ბროკერთან წინასწარ გადამოწმება;
** იმპორტისა და განბაჟებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა, რესურსისა და პროცედურის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** გადაზიდვების ვადების მონიტორინგი;
** პროდუქციის ეტიკეტირების მონიტორინგი და კონტროლი;
** შემოტანილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა;
** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;