მულტიბრენდული შოურუმი "Belle Maison" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საღებავებისა და დეკორატიული ლესვის დეპარტამენტში.


პირობები:


** ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი

** სამუშაო გრაფიკი: სრული, 6 სამუშაო დღე, 10:00-19:00 სთ 1 საათიანი შესვენებით, დამატებით თვეში 2 Day Off

** სამედიცინო დაზღვევა.


სამუშაოს აღწერა:


** კლიენტის მომსახურება, კონსულტაციების გაწევა ფერებში, მათთვის სასურველის სტილისა და პროექტის საჭიროებების შესაბამისად პროდუქციის შერჩევა.

** კლიენტისთვის შეთავაზების მომზადება, პროექტის დამუშავება, ინვოისისა და ხელშეკრულების მომზადება.

** პროფესიონალური ხელსაწყოებისა და ტექნიკის გამოყენებით საღებავების ფერების შერევა და მომზადება, Corob-ის ავტომატური ტონირების დანადგართან მუშაობა

** დანადგარის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და რეგულარული წმენდა

** ტონირების პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობა

** კონკურენტების ანალიზი - წარმოდგენილი ბრენდების ცოდნა.

** შოურუმის ექსპოზიციების წესრიგის დაცვა, მეთვალყურეობა.

** დეპარტამენტში მიმდინარე საკითხებში ჩართულობა - შოურუმის შეკვეთები, მათი განთავსება შოურუმში.


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


** ბიზნესის ბაკალავრი;

** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება საღებავებისა და დეკორატიული ლესვის სფეროში;

** მოლაპარაკების უნარები

** Corob ან მსგავს დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ინგლისური და რუსული ენები მაღალ დონეზე


პიროვნული თვისებები:


** ლიდერი და მოტივატორი;

** სწრაფი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

** წარმატებაზე ორიენტირებული და შემოქმედებითი მოაზროვნე;

** პასუხისმგებელი, პროფესიონალი, გუნდური მოთამაშე;

** პუნქტუალური


დამატებითი ინფორმაცია:


მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86

ვებგვერდი: http://www.bellemaison.ge

ბელ მეზონი

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია