მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, 2018 წლიდან, სამი ძირითადი მიმართულებით აქტიურად მუშაობს კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული ა (ა)იპ "მედიააკადემია". მედიააკადემიის მიმართულებებია: მედიასკოლა, მედიაკრიტიკა და მედიალაბი.


მედიასკოლა მოკლევადიანი და გრძელვადიანი კურსებითა და სემინარებით ხელს უწყობს მოქმედი ჟურნალისტების პროფესიულ განვითარებას, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს კი პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს; მედიალაბი ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე; მედიაკრიტიკა წარმოადგენს საგანმანათლებლო-შემეცნებით პლატფორმას, რომელიც დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობს საინფორმაციო მასალებს მსოფლიო მედიაში მიმდინარე აქტუალური მოვლენების და ტენდენციების, სოციალური მედიის სიახლეების და მნიშვნელობის შესახებ; ასევე მედიის რეგულირების და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილების საკითხებზე.


ა (ა)იპ მედიააკადემია აცხადებს კონკურსს ვიდეოკონტენტის მენეჯერის პოზიციაზე რომელიც იქნება პასუხისმგებელი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოკონტენტის (Reels - Facebook/Instagram, TikTok, YouTube Shorts) შექმნაზე სოციალური მედიისთვის.


სამუშაო განრიგი: კვირაში 20 საათი;

შესაძლებელია მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობა/შეთავსება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა მოერგოს მედიააკადემიის საჭიროებებს და სამუშაო სპეციფიკას

ადგილმდებარეობა: ქეთევან წამებულის გამზირი, თბილისი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ციფრული მარკეტინგის მენეჯერს

ანაზღაურება: პოზიციის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციით და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. პოზიციისთვის განსაზღვრული მინიმალური სარგო - 2550 ლარიდან (დარიცხული)


ფუნქციები და მოვალეობები:


** ყოველდღიურ რეჟიმში, სოციალური ქსელებში (Facebook Reels, Instagram Reels, TikTok, YouTube Shorts)განსათავსებელი ვიდეოკონტენტის კონცეფციის შემუშავება და შესაბამისი მასალის მომზადება, ციფრული მარკეტინგის მენეჯერთან ერთად;

** თემატიკების, სცენარების და ტრენდული ფორმატების მოძიება/შემუშავება და ადაპტირება ბრენდის სტრატეგიასთან;

** ვიდეოს გადაღება, მონტაჟი და ატვირთვა შესაბამის პლატფორმებზე;

** ვიზუალური სტილის, ტონის და ბრენდინგის დაცვა კონტენტის შექმნისას;

** შედეგების ანალიზი (reach, engagement, CTR და ა.შ.) და მათზე დაყრდნობით კონტენტის განთვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა/შემუშავება;

** ხელმძღვანელისთვის შესრულებული მუშაობის მოკლე ანგარიშის/პრეზენტაციის მომზადება და მიწოდება ხელმძღვანელობისათვის, რეგულარულ რეჟიმში;

** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.


მოთხოვნები:


სავალდებულო მოთხოვნები:


** სოციალური მედიისთვის მოკლე ვიდეოების შექმნის გამოცდილება - შესაძლებელია პირადი ან პროფესიული გვერდისთვის, პროექტის ფარგლებში ან კომერციულად;

** ვიდეოს გადაღების და მონტაჟისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარი (CapCut, VN, InShot, Premiere ან მსგავს პროგრამაში);

** Copywriting-ის პრინციპების ცოდნა და უნარი;

** სოციალური მედიის ტენდენციების და პლატფორმების (TikTok, Facebook/Instagram Reels, Shorts) საფუძვლიანი ცოდნა;


სასურველია:


** სოციალური მედიისთვის მომზადებულ ვიდეოკამპანიებზე მუშაობის გამოცდილება;

** სცენარების შედგენის ან ხმის ტექსტის (voice-over) შექმნის გამოცდილება;

** Canva/Figma ან სხვა გრაფიკული ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა;

** კვალიფიკაცია (სასწავლო კურსი ან განათლება) ციფრულ მარკეტინგში, ვიდეომონტაჟში ან სოციალური მედიის მენეჯმენტის მიმართულებით.


კანდიდატისგან ველით:


** სწრაფი ადაპტაციის და თვითგანვითარების სურვილს;

** ახალი იდეების/ინივიატივების შემოთავაზებას, რომელიც მოემსახურება მედიააკადემიის სოციალურ ქსელებში მედიააკადემიის გვერდების განვითარებას;

** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარს;

** ორგანიზებულობასა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას საქმისადმი.


განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს:


** CV ;

** პორტფოლიო ან კანდიდატის მიერ მომზადებული 1-3 ვიდეონიმუშის ბმული (მაგ. TikTok ან Reels ბმულები, Google Drive ფაილები);


კონკურსის ეტაპებია:


** კანდიდატების მიერ წარდგენილი საბუთების გადარჩევა;

** შერჩეული კანდიდატების შეფასება და გასაუბრება. (მნიშვნელოვანია კანდიდატი კარგად იცნობდეს მედიააკადემიის საქმიანობას).


საბუთების მიღების ვადა: 2025 წლის 15 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მედიააკადემია

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია