ფიტნეს ცენტრი "Format Fit" ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი წევრების მოზიდვაზე, არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე და კლუბის სრული სერვისების (აბონემენტები, პერსონალური ვარჯიშები, wellness-პაკეტები, კორპორატიული შეთავაზებები) პოპულარიზაციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** აბონემენტების და არსებული ყველა სერვისების გაყიდვა
** კლიენტების კონსულტაცია ტელეფონით, სოციალურ ქსელებში და ადგილზე.
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების შენარჩუნება/განახლება.
** დამატებითი სერვისების პოპულარიზაცია.
** CRM/ERP სისტემაში ყველა გაყიდვის და კლიენტის ჩანაწერის მართვა.
მოთხოვნები და უნარები:
** გამოცდილება გაყიდვებში, კლიენტთა მომსახურების სფეროში (ფიტნეს ინდუსტრია სასურველია).
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
** მიზანზე ორიენტირებული და მოტივირებული პიროვნება.
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის მაღალი დონე (რუსული ენა - ჩაითვლება უპირატესობად).
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი + ბონუსები.
** ფიტნეს დარბაზის უფასოდ სარგებლობის საშუალება.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა Format Fit-ში.
** კარიერული ზრდა
** გაყიდვების მენეჯერი → უფროსი გაყიდვების მენეჯერი → გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი → კლუბის მენეჯერი.