კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ნედლეულის, მასალებისა და სხვა საჭირო რესურსების შესყიდვის ორგანიზება;
** ფასების, მიწოდების ვადებისა და პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება;
** სტაბილური და საიმედო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება.
** საწყობის უფროსისგან შეკვეთის მიღება და მათი ანალიზი;
** საჭირო ნედლეულის დროული შეკვეთა;
** მიწოდების პროცესის მონიტორინგი და დროული შესრულების უზრუნველყოფა.
** წუნდებული ან არასრული პროდუქციის შემთხვევაში დაბრუნების პროცედურის მართვა;
** ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა მომწოდებლებთან.
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული ფასების შესწავლა;
** საუკეთესო შეთავაზებების მოძიება კომპანიისთვის;
** ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა.
** შესყიდვების პროცედურების ეფექტიანობის ანალიზი და გაუმჯობესების გზების შემუშავება;
** მომწოდებლების ბაზის გაფართოება და ალტერნატიული წყაროების მოძიება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.