საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.


https://goldway.com.ge/

https://www.facebook.com/goldwayco


სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00.

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.

ანაზღაურება: 1700-2000₾ (Net) გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.


ძირითადი მოვალეობები:


** ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, საჭირო ორგანიზაციული ერთეულების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა და ბიუჯეტის დაგეგმვის ორგანიზება;

** პროექტების ფინანსური მოდელების შექმნა, პერიოდული კორექტირება/განახლება;

** პროექტების ფინანსური მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და რეპორტინგი;

** ფინანსური ანგარიშგებების აწყობა ბუღალტრული ინფორმაციიდან (ფულის მოძრაობა, მოგება-ზარალი და ა.შ.)

** არსებული პროექტების დეტალური ბიუჯეტირება და ბიუჯეტის საჭიროებისამებრ განახლება;

** კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;

** ფინანსური ფორმების სტანდარტიზება და რეპორტინგის სისტემის აწყობა;

** ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე მხარდაჭერა ფინანსურ საკითხებზე (საჭირო ფორმების მომზადება, ფინანსური მოდელების დამუშავება, კომერციული გუნდის საფასო პოლიტიკის შემუშავება...)


სავალდებულო მოთხოვნები:


** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

** ინგლისური ენის ცოდნა;

** MS Office საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;


ჩვენ გთავაზობთ:


** სამედიცინო დაზღვევა;

** Fitpass;

** კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;

** ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;

** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;

** განვითარების შესაძლებლობა;

** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;

Gold Way Group

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია