ლოჯისტიკური კომპანია "ალიანს ლოჯისტიკი" 2015 წლიდან წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვები მსოფლიოს მასშტაბით.


კომპანია აცხადებს ვაკანსიას - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.


ანაზღაურება: 1500-2500 ლარი + ბონუსი

სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 - 18:00. შაბათ კვირის გარდა.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, "ტიფლის ბიზნეს ცენტრი".


ძირითადი მოვალეობები:


** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;

** პოტენციურ კლიენტებთან პრეზენტაციების დაგეგმვა და ჩატარება;

** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;

** მომხმარებელთა ბაზის კონტროლი;

** კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.


ძირითადი მოთხოვნები:


** უმაღლესი განათლება;

** აუცილებელია 6 თვიდან 1 წლამდე იმავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);

** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;


პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:


** გამართული კომუნიკაციის უნარი;

** დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** პუნქტუალურობა.

ალიანს ლოჯისტიკი

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია