ჩვენ ვართ "სკუტ სკუტი"!


"სკუტ სკუტში" ვეძებთ HR სპეციალისტს!


თუ ხარ მოტივირებული, შრომისმოყვარე და კრეატიული ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს სწავლა და ახალი იდეების დანერგვა — ჩვენ გეძებთ! ეს ვაკანსია შენთვის არის!


შემოგვიერთდი, თუ:


** გჯერა, რომ ადამიანი კომპანიის მთავარი ღირებულებაა

** გაქვს ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები

** ხარ ძალიან ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული

** შეგიძლია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტურად მართვა

** სიამოვნებს გუნდური მუშაობა, მაგრამ დამოუკიდებლადაც კარგად გიწევს საქმე

** პასუხისმგებლობიანი ხარ და არ გეშინია პრობლემების ანალიზისა და ახალი მიდგომების ცდის


ძირითადი მოვალეობები:


** HR სტრატეგიისა და პროცესების განვითარება — პოლიტიკისა და პროცედურების შექმნა, სრული HR ციკლის მართვა: Recruitment, Onboarding, Retention, Offboarding, Performance Management

** ტალანტების მოძიება და შენარჩუნება

** თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესება და პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა

** კომპანიის კულტურის ანალიზი და განვითარება

** Performance Management სისტემების მართვა და უკუკავშირის პროცესის უზრუნველყოფა

** Employer Branding-ის გაძლიერება

** HR ბიუჯეტის მართვა და თანამშრომელთა კეთილდღეობის ინიციატივების განხორციელება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება HR სფეროში

** მონაცემებზე დაფუძნებული აზროვნება

** საოფისე პროგრამების ცოდნა

** კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარი

** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად


ჩვენ გთავაზობთ:


** მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს

** გუნდურ აქტივობებს და ტრენინგებს

** კონკურენტულ ანაზღაურებას: 2000 ლარი (net) + წლიური ბონუსი


ოფისი: თბილისი, კონსტიტუციის 4

გრაფიკი: სრული (შესაძლებელია ჰიბრიდული), 10:00 - 18:00

კომპანია: scootscoot.ge

Scoot Scoot

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია