"T&R Distribution" (British American Tobacco (BAT)-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - IT ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი.
ძირითადი მოვალეობები:
** პერსონალური კომპიუტერების და ლეპტოპების უსაფრთხოდ და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** აპარატურული დაზიანებების დიაგნოსტიკა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** კომპანიის არსებულ ტერიტორიაზე არსებული კამერების ტექნიკური მხარდაჭერა, ქსელის გამართული მუშაობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა უმოკლეს დროში;
** სადისტრიბუციო მანქანებში არსებული პოკეტებისა და სხვა პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა:
1. დისტრიბუციის პოკეტების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, პრობლემის დისტანციური მოგვარება
2. Casatrade GPS აპლიკაციების მხარდაჭერა
3. მხარდაჭერა კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვების პროცესში
4. სადისტრიბუციო ავტომობილებზე ვიდეო რეგისტრატორების ინსტალაცია და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი - კომპიუტერულ მეცნიერებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** ტექნიკური უნარები: კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის და ოპერაციულ სისტემებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ქმედებების გაანალიზება-დაგეგმვა და შესრულების უნარი. ასევე ტექნიკური პრობლემების მოგვარება, უპირატესობა მიენიჭება ქსელების და სერვერების მართვაში გამოცდილ კანდიდატებს.
** პრობლემის გადაჭრის უნარები: რთული პრობლემების გაანალიზება და ეფექტური გადაწყვეტილებების დროულად მიწოდება შესაბამის ხელმძღვანელთან ან/და მათი მოგვარება დამოუკიდებლად.
** დროის მენეჯმენტი: ამოცანების პრიორიტეტების დადგენა და დროის ეფექტურად მართვა.
** შესაბამისი სამუშაო გამოცდილება: სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება IT მხარდაჭერის, ქსელის ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
პირობები:
** კვირაში 6 სამუშაო დღე - 10 სთ - 18 სთ (შაბათი 12:00-17:00)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რ. აბრამიშვილის 2 (ლილო)
ტრანსპორტი ქალაქის ცენტრიდან სამსახურამდე და უკან ორგანიზებულია
** კომპანია ანაზღაურებს: სამედიცინო დაზღვევას, საპენსიო შენატანს და მობილური ზარების დაფინანსებას
** ანაზღაურება: შეთანხმებით - 2000 ლარიდან (NET)