"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
"სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 15 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/
მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს იმპორტ-ექსპორტის სპეციალისტის თანამდებობაზე ვეძებთ.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის №1
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული
** ანაზღაურების ოდენობა: 1500-1800 ლარი
** რაოდენობა: 1 (ერთი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, რომელთა შესრულებაშიც ჩაერთვება იმპორტ-ექსპორტის სპეციალისტი
** იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა;
** საბაჟო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვა და პროცესების კონტროლი;
** მოთხოვნის შესაბამისად ტრანსპორტირების ტიპის (სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო) განსაზღვრა;
** ტრანსპორტიორი კომპანიების მოძიება/არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება: ტარიფებისა და სხვა არსებითი პირობების გამოკითხვა;
** ტრანსპორტირების პროცესის დაგეგმვა: ოპტიმალური მარშრუტის განსაზღვრა, დატვირთვის პირობების გათვალისწინება;
** ტვირთის დაზღვევის უზრუნველყოფა;
** ტრანსპორტირების პროცესის მუდმივი კონტროლი: მიწოდების ვადები, ადგილმდებარეობა და სხვ.
მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტ-ექსპორტის სპეციალისტი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის საშუალოდ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა მომწოდებლებთან საკომუნიკაციოდ;
** Microsoft Office-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის, სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
გუნდის წევრს ვთავაზობთ:
** კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას - აღნიშნულ თანამდებობაზე დასაქმებული პირი პერსპექტივაში მოიაზრება, როგორც იმპორტ-ექსპორტის მენეჯერი;
** მზარდ ანაზღაურებას;
** კომპანია "სუპერის" პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევაში ჩართვის შესაძლებლობას;
ჩვენთან შერჩევის ეტაპები ამგვარია:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** ორეტაპიანი გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლებთან;