"CarMate" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის (ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის) პოზიციაზე თბილისში.


სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:


** ანაზღაურება: 1500 ლარი

** განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე


ჩვენი შემოთავაზებაა:


** კომფორტული სამუშაო გარემო;

** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;

** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


** შერჩევის სრული ციკლის მართვა, ვაკანსიის აღწერის შემუშავება, შერჩევის მეთოდის განსაზღვრა, ვაკანსიის გავრცელება და აპლიკანტების მოძიება სხვადასხვა არხების გამოყენება;

** აპლიკანტთა ბაზების წარმოება, მონაცემების აღრიცხვა, შერჩევის პროცესის ანალიზი და რეგულარული რეპორტების მომზადება;

** ახალი თანამშრომლის ონბორდინგი/ადაპტაცია/ მხარდაჭერა/

** ახალი თანამშრომლის დატრენინგების უნარი

** თანამშრომელთა მიღების, შიდა გადაყვანისა და გათავისუფლების პროცედურების უზრუნველყოფა შრომის კანონმდებლობის შესაბამისად;

** სრული ადმინისტრაციული პროცესების მართვა.

** თანამშრომელთა კონსულტირება HR საკითხებზე.

** შრომის კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიის პროცესების მართვა;

** შიდა დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულებები, ბრძანებები, შიდა პოლიტიკა და სხვ)


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** უმაღლესი განათლება, სასურველია ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

** ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;

** აუცილებელია საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.


პიროვნული უნარ-ჩვევები:


** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;

** ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე;

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

** ორგანიზებული და მოწესრიგებული;

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.


მითითებულ ელფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.


მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.


გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.

CarMate

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია