შპს "რესტოაუდიტი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს გამოცდილება კომპანიის ბუღალტრული პროცესების სრულ მართვაში, შეუძლია უზრუნველყოს აღრიცხვის სიზუსტე, ეფექტური რეპორტინგი და იმუშაოს როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდთან კოორდინირებულად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უფროსი ან მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი) (ფინანსებში, ბუღალტერიაში ან ეკონომიკაში სასურველია)
** საბუღალტრო პროგრამა ბალანსის სრულყოფილი ცოდნა
** Excel-ის საშუალო დონე
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელია პროფესიულ კომუნიკაციაში
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** პორტფელში არსებული კომპანიებისთვის სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა
** ბრუნვითი უწყისების გადამოწმება დამხმარე ბუღალტერთან ერთად და ანგარიშებზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა
** ნაკლული ინფორმაციის/დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა
** დამხმარე ბუღალტრის მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, გაგზავნა და კლიენტების ინფორმირება
** მენეჯმენტთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია და რეპორტინგი
** შიდა პოლიტიკებისა და სტანდარტების დაცვა დოკუმენტაციის მართვაში
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი და ინიციატივიანობა
** გუნდური თანამშრომლობა და კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** სისხარტე და მოქნილობა მენეჯერულ გარემოში
** პუნქტუალურობა და სისტემურობაზე ორიენტაცია
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 2500 ლარიდან, გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა სტაბილურ და ზრდაზე ორიენტირებულ გუნდში
** პროფესიული მხარდაჭერა
** მეგობრული და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სამუშაო კულტურა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00)
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** ლოკაცია: თბილისი, ოფისში (არ განიხილება დისტანციურად მუშაობა)
თემის ველში მიუთითეთ: "უფროსი ბუღალტერი"
გისურვებთ წარმატებას!