"ვეიპ რუმი N2"-ში ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
თუ შენ ხარ ანალიტიკური აზროვნების მქონე, სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელი და გსურს განვითარება მარკეტინგის სფეროში — ეს პოზიცია შენთვისაა!
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით
** ციფრული მარკეტინგის და სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება (Facebook, Instagram, TikTok და სხვა)
** ბაზრის კვლევისა და კონკურენტების ანალიზის უნარი
** Excel-ის, PowerPoint-ისა და Canva-ს ან Adobe Photoshop-ის საბაზისო ცოდნა
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულობა
** სოციალური მედიის მართვა: პოსტების დაგეგმვა, შინაარსის შექმნა და შედეგების ანალიზი
** ბაზრისა და კონკურენტების რეგულარული კვლევა
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და შესრულება
** გრაფიკული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება (Canva ან Photoshop-ის დახმარებით)
** მარკეტინგული აქტივობების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება
რას გთავაზობთ:
** სტაბილური და მზარდი სამუშაო გარემო
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი მირიან მეფის 18
** ანაზღაურება: 2500 ლარიდან
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00