Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, HiLook, KSTAR და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში -"ინტელკომ ჯგუფი", აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/


ძირითადი მოვალეობები:


** მომწოდებლებთან ურთიერთობა;

** შეკვეთების განთავსება;

** ტვირთების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;

** ტვირთების დეკლარირება asycuda-ში;

** საბაჟოსთან ურთიერთობა, შემოსული ტვირთების განბაჟება და გამოტანა;

** მგვ პროდუქციის აღრიცხვა და დეკლარირება;


ძირითადი მოთხოვნები:


** უმაღლესი განათლება;

** შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;

** Asycuda-სთან მუშაობის გამოცდილება და ჩაითვლება უპირატესობად;

** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;


ანაზღაურება და ბენეფიტები:


** ფიქსირებული ხელფასი: 2000 ლარიდან, დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე;

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** ადგილობრივი ტრენინგები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

** პროფესიული განვითარების და თანამდებობრივი დაწინაურების ხელშეწყობა;

** რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები.


სამუშაო პირობები:


** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;

** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);

** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.


გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


შპს "ინტელკომ ჯგუფის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ინტელკომ ჯგუფი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ შპს "ინტელკომ ჯგუფს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "ინტელკომ ჯგუფი" გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.



ინტელკომ ჯგუფი

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია