შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ERP სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის თანამდებობაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ERP სისტემის მომხმარებლებისა და მათი უფლებების (როლების) მართვა;
** მომხმარებლების მხარდაჭერა - პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა;
** ახალი პროგრამული ფუნქციონალის ტესტირება;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების აწყობა;
** ტესტირებული მოდულების მონიტორინგი;
** რესურსების მართვის სისტემის საოპერაციო საკითხებში ჩართულობა;
** ახალი ფუნქციონალის შესახებ ინსტრუქციის შექმნა მომხმარებლებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით);
** ERP (1C) პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. (ანაზღაურებადი);
** ანაზღაურება: 2950 ლარი (დარიცხული).