შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ციფრული პლატფორმების მართვის და განვითარების სამსახურის უმცროსი კოორდინატორის (PHP დეველოპერი) თანამდებობაზე.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


** კომპანიაში არსებული (Billing-ის) ვებ-აპლიკაციის განვითარება და მართვა;

** კომპანიის საჭიროებაზე მორგებული ახალი ვებ-აპლიკაციების შექმნაში მონაწილეობა;

** მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე სისტემაში კორექტირებების შეტანა;

** კომპეტენციის ფარგლებში მონაცემთა ბაზაში წარმოქმნილი ხარვეზების იდენტიფიცირება/ანალიზი/აღმოფხვრა;

** ახალი ფუნქციონალების დამატება;

** კომპანიის ბიზნეს პროცესებიდან გამომდინარე კონტრაქტორ აუთსორს კომპანიებთან კომპეტენციის ფარგლებში კომუნიკაცია, შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მიმდინარე პროცესში აქტიური ჩართულობა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** უმაღლესი განათლება (კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში);

** Laravel framework-თან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** PHP - პროგრამირების ენების ცოდნა;

** React-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** JavaScript - პროგრამირების ენების ცოდნა;

** HTML-სა და CSS-ის ცოდნა;

** MySQL/PostgreSQL-ის ბაზების კონტროლის და ოპტიმიზაციის ტექნიკების ცოდნა;

** ვერსიის კონტროლის (Git) ცოდნა;

** Github თან მუშაობის გამოცდილება;

** Docker-ის საბაზისო ცოდნა ლოკალურ გარემოში სამუშაოდ;

** Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ინგლისური ენის ცოდნა (B2).


სხვა მოთხოვნები:


** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;

** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.


სამუშაო პირობები:


** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;

** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;

** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. (ანაზღაურებადი);

** ანაზღაურება: 2600 ლარი (დარიცხული).

საქართველოს მელიორაცია

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია