188 წლიანი გამოცდილების მქონე გერმანული ბრენდი "Hazet Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.


ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟი და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე მიეცემა საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა. ასევე პრეტენდენტი იქნება დატრენინგებული გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.


ფუნქცია-მოვალეობები:


** საკუთარი ძალებით მსუბუქი ინდუსტრიული/საოჯახო ტექნიკის ინსტალირება;

** ლოკაციებზე ტექნიკური გაყვანილობების გამართულობის უზრუნველყოფა (დაქსელვა, მონიტორინგი, ა.შ);

** ტექნიკური თუ საოპერაციო პრობლემის აღმოსაფხვრელად ზომების მიღება ექსპლუატაციის ნორმების სრული დაცვით;

** პარტნიორ ორგანიზაციებში გეგმური და არაგეგმური მონიტორინგის განხორციელება;

** კომპანიის შიდა პროცედურების და რეგულაციების დაცვა;

** მიმდინარე და ახალი პროექტების ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა.


ძირითადი მოთხოვნები:


** სავალდებულოა მხოლოდ B კატეგორიის მექანიკის მართვის მოწმობის ფლობა;

** ტექნიკური ხელსაწყოების გამოყენების მაღალი დონე;

** მცირე ზომის საოჯახო/ინდუსტრიული დანადგარების ინსტალაციის გამოცდილება (ტელევიზორი, დაცვის ვიდეოკამერები, ყავის აპარატი, სერვერები.დაა.შ);

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** საინსტალაციო ლოკაციაზე მომხმარებელთან გამართული კომუნიკაციის უნარი.


(სამუშაო პროცესების წარსამართავად.კომპანია თავად გამოუყოფს ავტომობილს)


აუცილებელი უნარები:


** ორგანიზებულობა;

** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;

** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;

** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;

** ინიციატივის უნარი.


ლოკაცია: თბილისი, დიღომი

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 9:30-18:30

ხელფასი: ფიქსირებული+ბონუსი+პორტფელი, საშუალოდ 1800-2700ლარი (გამომდინარე კვალიფიკაციის დონიდან) ზრდის პერსპექტივით

დაგვირეკოთ ნომერზე - 577 72 24 88.

გისურვებთ წარმატებას!

Hazet Georgia

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია