"ლეალტორი" - ეძებს ციფრულ მარკეტინგში გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც გაუძღვება კლიენტების სარეკლამო კამპანიებს და იმუშავებს როგორც სტრატეგიულ, ისე ტექნიკურ დონეზე. თუ კარგად იცნობ Meta-ს და Google-ის სარეკლამო პლატფორმებს და შეგიძლია იმუშაო როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდთან ერთად — ეს ვაკანსია შენთვისაა.


პოზიცია: ციფრული მარკეტერი


ანაზღაურება: 2000-დან 3000 ლარამდე გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით.

სამუშაო საათები: 10:00-19:00

სამუშაო ადგილი: ოფისი


ფუნქციები და პასუხისმგებლობები:


** ციფრული მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება და შესრულება

** სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ოპერატიული მართვა

** Google Ads-ის და სხვა PPC კამპანიების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და ანალიზი

** Meta Ads Manager-ში მუშაობა: კამპანიების შექმნა, აუდიტორიის შერჩევა და რემარკეტინგი

** Email მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება

** რეკლამების ეფექტურობის, ონლაინ ტრეფიკისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი (Google Analytics ან მსგავსი პლატფორმების გამოყენებით)

** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი კამპანიების შედეგებზე


მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:


** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ციფრულ რეკლამასა და მედია სტრატეგიაში

** გამოცდილება Google Ads, Facebook Ads, Meta Business Manager-ის გამოყენებაში

** გამოცდილება Email Marketing პლატფორმებთან (მაგ. Mailchimp, Sendinblue ან მსგავსი)

** Google Analytics-ის ცოდნა და მომხმარებლის ქცევის ანალიზის უნარი

** სასურველია - ტელეგრამ რეკლამის ცოდნა.

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა

** კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა


რას გთავაზობთ:


** პროფესიონალური და მეგობრული გუნდი

** საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები

** თვითგამოხატვისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

Lealtor

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია