სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე ქალბატონებისთვისა და მამაკაცებისთვის.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12
ანაზღაურება: 1300 ლარი
გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ, 24 საათი
ფუნქცია მოვალეობები:
** სასტუმროში წესრიგის, სიმშვიდისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** სასტუმროში არსებული მატერიალურ ტექნიკური ფასეულობების დანაშაულებრივი ხელყოფისგან დაცვა
** ნებისმიერ არეულობაზე, კონფლიქტზე რეაგირება
** ცვლის განმავლობაში აწარმოოს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგი, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის
** საჭიროებისამებრ ითანამშრომლოს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან
** პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში
** კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
** პერიმეტრის სისუფთავეზე ზრუნვა
** მცირე ტექნიკური სამუშაოების შესრულება
საჭირო ცოდნა/უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას.