დეველოპერული კომპანია შპს "პილარ - დიღომი" - "Pillar Park"-ის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
"Pillar Park" არის ახალი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი უბანი დიღომი 8-ში, რომელიც მოიცავს 65, 000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, პარკს, ღია აუზს, ველობილიკებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლაშა ლაშხიას N8.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, ორშაბათი-პარასკევი (10:00 -18:00), შაბათი (10:00 - 15:00)
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (NET) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, შეფასება და მათი ანალიზი;
** მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
** გაყიდვების დაგეგმარება, გეგმების შესრულების მონიტორინგი, ანალიზი;
** კომპანიაში არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით პოტენციურ მყიდველებთან ეფექტური კომუნიკაციის განხორციელება;
** მომხმარებელთან შეხვედრების ორგანიზება, პრეზენტაციების მომზადება, შეხვედრის წარმართვა;
** მყიდველებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვებთან დაკავშირებით;
** გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის მიღება მარკეტინგულ ღონისძიებებში;
** მომხმარებელთა რეკლამაციებისა და პრეტენზიების საფუძველზე გამოვლენილი პროდუქტისა ან/და სერვისის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის და მომხმარებელთა უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზების შესწავლა/ ანალიზი;
** სხვადასხვა ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის (დამუშავებული ლიდების, ჩატარებული პრეზენტაციების, სატელეფონო საუბრების და ა.შ);
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება პოზიციის სპეციფიკის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point));
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
უნარები:
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "პილარ- დიღომის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.