კომპანია "Infracon" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.


სამუშაო განაკვეთი: სრული

პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: 3000


ძირითადი მოვალეობები:


** ობიექტზე სამშენებლო პროექტების სრული ციკლის მართვა;

** მიმდინარე პროექტებისათვის აუცილებელი პერსონალის მოძიება-შერჩევის პროცესში მონაწილეობა. დამკვეთებთან ურთიერთობა და მათთან მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალების შეთანხმება;

** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა. მათ შორის: პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვადების განსაზღვრა, სამშენებლო სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნიკური და ადამიანური რესურსების განსაზღვრა და სხვ.;

** კომუნიკაცია არქიტექტორთან, კონსტრუქტორთან და პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ სხვა პირებთან;

** სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი, სამუშაოს თანმიმდევრობისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;

** სამშენებლო მასალების ბაზრის პერიოდული კვლევა. მიმდინარე პროექტებისათვის აუცილებელი სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების მოძიება და მომწოდებლებთან შესაბამისი მოლაპარაკების წარმოება;

** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა;

** ხარჯების კონტროლი;

** ფინანსური უწყისების მომზადება

** ფორმა #2 - მომზადება

** პროექტის სახელფასო და სამივლინებო ხარჯების კონტროლი;

** მასალების ჩამოწერის წარმოება;

** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** უმაღლესი განათლება (სამშენებლო ან ბიზნესის მიმართულებით);

** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება, სამუშაოთა ზედამხედველობის, ხარისხის კონტროლის, ხარჯთაღრიცხვის შედგენის კუთხით;

** პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგად ცოდნა.

** ინგლისური ენის ცოდნა.

ინფრაკონ

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია