კომპანია "ჯორჯიან ბეიქერს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00 - 18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი-3, ვაზისუბნის მე-4 მ/რ-ის მიმდებარედ, ნაკვეთი 14/430
ანაზღაურება: 1500 ლარი + საბონუსე სისტემა
ძირითადი მოთხოვნები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიტუაციის შესაბამისად სწრაფად რეაგირების და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
სამუშაოს აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება;
** მიღებული საქონლის დახარისხება, დასაწყობება და ვადების კონტროლის უზრუნველყოფა;
** გასაცემი პროდუქციის დათვლა და შესაბამისი სიზუსტით პროგრამაში შეყვანა;
** არსებული ნედლეულის რაოდენობის სიჭარბის/დანაკლისის შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დროული კომუნიკაცია;
** ნაშთების მიხედვით ნედლეულისა და სახარჯო მასალების შესყიდვების ორგანიზება;
** შეკვეთების გამზადება და მათი პროგრამულად გაწერა;
** შემოსული პროდუქტებისა და ნედლეულის ზუსტი აღწერისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** ობიექტებთან და მათ მენეჯერებთან დროული და ზუსტი კომუნიკაცია;
** დასაკორექტირებელი ზედნადებების ჩასწორება, მონიტორინგის სამსახურის დასტურის შემდეგ;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის მონიტორინგი და კონტროლი;
** მარაგების კონტროლი;
** მძღოლების და მათი მარშრუტების კონტროლი;
** საწყობის ყოველკვირეული/ყოველთვიური ინვენტარიზაცია;
** შესაბამისი რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება;
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
"ჯორჯიან ბეიქერს" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!