"რენეკო" წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.


კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.


ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)


კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას დაბრუნების საწყობის ვაიზერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


1. უზრუნველყოფს ყველა დაბრუნებული პროდუქციის დროული და სწორად მიღებას;

2. აგროვებს შესაბამის დოკუმენტაციას (მაგ: დაბრუნების ფურცელი, აქციები) და აწარმოებს ყველა საჭირო ჩანაწერს;

3. ახორციელებს დაბრუნებული პროდუქციის ინვენტარიზაციას და კლასიფიკაციას (მიღების შემდეგ პროდუქცია გადის შესამოწმებელ პროცესს);

4. აკონტროლებს პროდუქციის მდგომარეობას და იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა პროცედურები უნდა განხორციელდეს (გადამუშავება, გაყიდვა, ნარჩენებად ჩაწერა და სხვა);

5. ზრუნავს, რომ დაბრუნებული პროდუქცია შეამოწმოს შესაბამისი ხარისხის კონტროლის სტანდარტების მიხედვით;

6. აწარმოებს დაბრუნებული პროდუქციის სრულყოფილ დოკუმენტაციას (ბრუნვის მიზეზი, პროდუქტის მდგომარეობა, განკარგვა);


სამუშაო პირობები:


** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, (შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე);

** ანაზღაურება: 2000 ლარი

რენეკო

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია