სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
სუპერმარკეტების ქსელი "ჯორჯიტა" დაარსდა 2001 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში ევროპული პროდუქციის იმპორტი დაიწყო. დღეს სასურსათო ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული და ქართული პრემიუმ ხარისხის ასორტიმენტით.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალო
ფილიალები მდებარეობს: წერეთლის N87; 26 მაისის მოედანი/მიროტაძის N2; პოლიტკოვსკაიას ქ. N29; ცინცაძის ქ. N26; შროშის ქ. N2
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ხუთი დღე 10:00 - 18:00 სთ; ერთი დღე 10:00 - 16:00 სთ. შესვენება დღეში 1 სთ.
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების მართვა;
** მაღაზიაში დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საქმის წარმოება და პროცესის მართვა;
** მაღაზიაში გეგმიური ინვენტარიზაციის დაგეგმვა და ჩატარება;
** მაღაზიის მატერიალურ-ტექნიკური გამართულობის კონტროლი (სანტექნიკა, ელექტროგაყვანილობა, მაცივრები)
** დისტრიბუტორებთან ურთიერთობა, შეკვეთების მიცემა (იმეილის საშუალებით), მიღებული პროდუქციის ვადების კონტროლი და გადათვლა;
** გლოვოსა და ვოლტის შეკვეთების აგროვება და პროგრამაში გატარება;
** მაღაზიაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;