სატვირთო ტერმინალი შპს "თბილისი კარგო სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსის პოზიციაზე.


** ჯანმრთელობის დაზღვევა უფასოდ

** სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე

** ანაზღაურება: თვეში 1500 ლარი ხელზე ასაღები

** სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად

** სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე სწავლებას და ტრენინგებს დამსაქმებელი უზრუნველყოფს უფასოდ, სწავლების შედეგად გაცემული სერტიფიკატები შპს-ს საკუთრებაა და ხელზე არ გაიცემა.

** ასევე ჯანმრთელობის დაზღვევა უფასოდ


ცვლის უფროსის ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:


ძირითადი მოთხოვნები:


** უმაღლესი განათლება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);

** უცხო ენების ინგლისური, რუსული ცოდნა


უნარ-ჩვევები:


** გამართული საუბრის მანერა;

** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის პროცესის განხორციელება, მათ შორის ჩართულ მხარეებთან მოლაპარაკების წარმოების უნარი;

** მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.


ფუნქცია-მოვალეობები:


** აწარმოოს ტვირთის/ფოსტის დროული ჩატვირთვა და გადმოტვირთვა, არის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი და პასუხს აგებს ტვირთის/ფოსტის დაუზიანებლად ჩატვირთვასა და გადმოტვირთვაზე.

** დადგენილი ნორმებით დაიცვას ტვირთი/ფოსტა, ტერიტორიაზე არსებული რეჟიმის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს გადაზიდვის უსაფრთხოება.

** შეამოწმოს და მიიღოს ტვირთი/ფოსტა და მიიტანოს ტერმინალის საწყობში.

** დაზიანებული ტვირთის/ფოსტის მიღების შემთხვევაში შეადგინოს სათანადო საბუთები.

** დაიცვას ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების უსაფრთხოების ტექნიკა.

** არ აწარმოოს ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები გაუმართავი მექანიზაციის შემთხვევაში.

** არ აწარმოოს ტვირთის/ფოსტის ჩატვირთვა ჩატვირთვის სისწორეზე პასუხისმგებელი პირის გარეშე.

** დაიცვას გადაზიდვების წესები ტვირთის/ფოსტის მიღების დროს.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ან დაგვიკავშირდით +995 599 33 22 99

თბილისი კარგო სერვისი

რეზიუმეს გასაგზავნად გაიარეთ ავტორიზაცია