დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
"არამექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დებიტორებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
- დებიტორებთან ანგარიშსწორების მოლაპარაკების წარმოება;
- დებიტორული დავალიანების დაფარვის კონტროლი;
- დებიტორული დავალიანების შესახებ ანგარიშგებების მომზადება;
- დებიტორული დავალიანების მართვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიკურ, პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო განრიგი - სრული: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00 საათამდე)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი N59
ფიქსირებული ხელფასი: 1700 - 2000 ლარი