დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერი - დეკრეტის შემცვლელი
შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერის (დეკრეტის შემცვლელი) პოზიციაზე.
მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ. №12/ლიუბლიანას ქ. №66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 დან - 18:00 მდე.
ანაზღაურება: 1250 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დებიტორული დავალიანების დაფარვის კონტროლი;
- დებიტორებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
- წერილობითი კორესპონდენციების მომზადება და დებიტორებთან გაგზავნა;
- პროგრამაში და ანგარიშგებებში არსებული მონაცემების დამუშავება;
- დებიტორული დავალიანებების შესახებ ანგარიშგებების მომზადება;
- დებიტორული დავალიანების მართვასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
- შესრულების წარდგენა გამგეობა/კერძო სადაზღვევოსთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების სპეციალობით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კრიზისული სიტუაციის და დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.