დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერი — რუსტარ ონლაინი

რუსტარ ონლაინი

დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"რუსტარ ონლაინი" საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, "რუსტარ ტურიზმის" პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი "რუსტარი" უკვე 20 წელია ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას 8 ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები, თურქეთი, ყატარი, ვიეტნამი. საქართველოში კომპანია 10 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას.

ტურისტული კომპანია "რუსტარ ონლაინი" აცხადებს ვაკანსიას დებიტორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.

მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე დებიტორებთან ურთიერთობა რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • მაილების შემოწმება/მონიტორინგი;
  • დებიტორული დავალიანებების რეპორტინგი მენეჯმენტისთვის და დამკვეთი კომპანიებისთვის
  • რეპორტის ჩასწორება უზუსტობის შემთხვევაში და დებიტორი კომპანიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
  • დაუსრულებელი ინვოისებისა კონტროლი ბალანსების გაგზავნამდე და არსებული ინფორმაციის მიწოდება რეზერვაციის/ ინვოისინგის მენეჯერებთან.
  • დებიტორებისგან მიღებული რეპორტების შედარება კომპანიის სამუშაო პროგრამაში არსებულ მონაცემებთან;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფინანსების განხრით);
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS. Office, უპირატესობა მიენიჭებათ ექსელის საშუალო და მაღალ დონეზე მცოდნე კანდიდატებს);

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე - 2 დღე დასვენება, გრაფიკი მოძრავია;

ანაზღაურება: 1000 ლარი

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.rustartourism.com/

"რუსტარ ონლაინი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "რუსტარ ონლაინისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც