დაცვის თანამშრომელი - სმენა — ევროპული სკოლა

ევროპული სკოლა — ლოგო
ევროპული სკოლა

დაცვის თანამშრომელი - სმენა

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შ.პ.ს "ევროპული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის პოზიციაზე. (სმენა)

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

თანამდებობის მიზანი: ევროპული სკოლის მთელ ტერიტორიაზე არსებული ობიექტებისა და ქონების, მომსახურე პერსონალის, მოსწავლეების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან; სკოლის ტერიტორიაზე შინაგანაწესის, წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სკოლის მთელ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დროული რეაგირება;
  • სკოლის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, სკოლის ინფრასტურქტურისა და ღირებული ინვენტარის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან;
  • საშვის კონტროლი; სკოლის ტერიტორიაზე შემოსულ და გასულ პირთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;
  • სკოლის პერიმეტრსა და სკოლაში განლაგებული კამერების მუდმივი კონტროლი და ყოველ სამ საათში მასალის შემოწმება;
  • დაგვიანებული მოსწავლეებისა და თანამშრომლების აღრიცხვა-რეგისტრაცია;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეების მიერ სკოლის დატოვების აღრიცხვა;
  • სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეების მიერ სკოლის უნებრათვოდ დატოვების კონტროლი;
  • მოსწავლეთა ყოფაქცევისა და ჩაცმულობის კონტროლი სკოლის შინაგაწესის შესაბამისად;
  • შესვენების დროს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა გადაადგილების კონტროლი და წესრიგის დაცვა;
  • სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; პერიოდულად მოსწავლეების საკუთრებაში არსებული ნივთების შემოწმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
  • კომპტენციის ფარგლებში უშუალოდ უფროსის სხვა დავალებების შესრულება;

კვალიფიკაცია:

  • განათლება - საშუალო განათლება
  • გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

  • სკოლაში უსაფრთხოების დაცვის წესები;
  • ბავშვის უფლებათა კონვენცია;
  • სკოლის შინაგანაწესი;
  • შიდასამართლებრივი აქტები;
  • ფიზიკური მომზადება.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღებიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინსტრუქციების, პროცედურების დაცვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

მორიგეობა ხორციელდება ყოველ მესამე დღეს — 24-საათიანი სამუშაო ცვლით, რის შემდეგაც გათვალისწინებულია ორი სრული დასვენების დღე.