დაცვის თანამშრომელი-სითი მოლი — Cenomi Retail

Cenomi Retail — ლოგო
Cenomi Retail

დაცვის თანამშრომელი-სითი მოლი

₾1300 ₾ ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სენომი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დაცვის თანამშრომელი - სითი მოლი, თბილისი

Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

პოზიციის მიზანია: მაღაზიაში უსაფრთხო გარემოს შექმნა, დანაკარგების პრევენცია და უსაფრთხოების სისტემებზე დროული და ეფექტური რეაგირება. პოზიცია გულისხმობს მაღაზიის შესასვლელთან მუდმივ კონტროლს და აქტიურ ჩართულობას ქურდობის პრევენციის პროცესებში.

რას გააკეთებ:

  • მაღაზიის შესასვლელთან პოზიციონირება და მომხმარებელთა ნაკადის უწყვეტი კონტროლი;
  • უსაფრთხოების ანტენების (EAS) ხმოვანი სიგნალის შემთხვევაში დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება;
  • სიგნალის დაფიქსირებისას პროდუქციისა და მომხმარებლის კორექტული და პროფესიული გადამოწმება კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სრული დაცვით;
  • სავარაუდო ქურდობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირება და პრევენციული მოქმედებების განხორციელება;
  • დანაკარგების პრევენციის მონიტორინგის ოფიცრებთან და ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა;
  • საეჭვო ქცევის მქონე პირების დაკვირვება, ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • ინციდენტების, დარღვევებისა და საეჭვო შემთხვევების დოკუმენტირება და ანგარიშგება დადგენილი ფორმატით;
  • მაღაზიაში წესრიგის, დისციპლინისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
  • მომხმარებელთან კორექტული კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა
  • ვიდეოკონტროლისა და უსაფრთხოების სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებაში მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში);
  • ხელმძღვანელობისა და დანაკარგების პრევენციის გუნდის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მნიშვნელოვანია, გქონდეს/იყო:

  • სასურველია დაცვის ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დაკვირვების უნარი;
  • კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ფიზიკური გამძლეობა და ყურადღების კონცენტრაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ დაზღვევას;
  • ანაზღაურება-1300 ლარი;
  • კორპორატიულ სატელეფონო ლიმიტს.

სამუშაო საათები: 13:00-დან 22:00-მდე (5 სამუშაო დღე, დასვენება კვირის განმავლობაში 2 დღეს, პარასკევი, შაბათი, კვირის გარდა)