დაცვის თანამშრომელი- ბაკურიანი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს კომპლექსის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი და მონიტორინგი;
** სასტუმროს ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და დადგენილი წესრიგის დაცვაზე დაკვირვება;
** სათვალთვალო კამერების მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევების დროული გამოვლენა;
** სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
** უსაფრთხოების შესაძლო რისკების, ინციდენტებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დაკვირვებულობა;
** ყურადღების კონცენტრირებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მოულოდნელ სიტუაციებში მშვიდად მოქმედებისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სასტუმრო უზრუნველყოფს:
** საცხოვრებელს;
** კვებას;
** თანამშრომლების ტრანსპორტირებას სასტუმრომდე და უკან.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "დაცვის თანამშრომელი".
გმადლობთ ჩვენი სასტუმროთი დაინტერესებისთვის.
"Hotels Management Group (HMG) - Crystal Hotel & Spa Bakuriani"
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ "ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.