დაცვის თანამშრომელი
ვაჟი - 1
ქალი - 1
თანამდებობის მიზანი: სკოლის მთელ ტერიტორიაზე არსებული ობიექტებისა და ქონების, მომსახურე პერსონალის, მოსწავლეების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან; სკოლის ტერიტორიაზე შინაგანაწესის, წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:- სკოლის მთელ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დროული რეაგირება;
- სკოლის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, სკოლის ინფრასტრუქტურისა და ღირებული ინვენტარის დაცვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან;
- სასაშვო რეჟიმის კონტროლი; სკოლის ტერიტორიაზე შემოსულ და გასულ პირთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;
- სკოლის პერიმეტრსა და სკოლაში განლაგებული კამერების მუდმივი კონტროლი და ყოველ სამ საათში მასალის შემოწმება;
- დაგვიანებული მოსწავლეებისა და თანამშრომლების აღრიცხვა-რეგისტრაცია;
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეების მიერ სკოლის დატოვების აღრიცხვა;
- სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეების მიერ სკოლის უნებართვოდ დატოვების კონტროლი;
- მოსწავლეთა ყოფაქცევისა და ჩაცმულობის კონტროლი სკოლის შინაგაწესის შესაბამისად;
- შესვენების დროს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა გადაადგილების კონტროლი და წესრიგის დაცვა;
- სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; პერიოდულად მოსწავლეების საკუთრებაში არსებული ნივთების შემოწმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
- სკოლის ტერიტორიაზე მოწევის აკრძალვის კონტროლი;
- კომპეტენციის ფარგლებში დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.
- განათლება: საშუალო განათლება;
- გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
- სკოლაში უსაფრთხოების დაცვის წესები;
- ბავშვის უფლებათა კონვენცია;
- სკოლის შინაგანაწესი;
- შიდასამართლებრივი აქტები;
- ფიზიკური მომზადება.
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღებიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინსტრუქციების, პროცედურების დაცვის უნარი.
მისამართი: ქ. თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა #64