დაცვის თანამშრომელი — სკოლა პოლიგლოტი

სკოლა პოლიგლოტი

დაცვის თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სკოლა "პოლიგლოტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • შეასრულოს კერძო სკოლის შინაგანაწესით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
  • იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;
  • შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
  • აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი;
  • უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება;
  • სამუშაო საათებში უზრუნველყოს სკოლის შენობისა და ქონების დაცვა;
  • უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
  • უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიის დაცვა უცხო პირთა შემოსვლისაგან (გარდა დირექციასთან შეთანხმებული შეხვედრებისა);
  • უზრუნველყოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგისა და დისციპლინის დაცვა;
  • უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციების დროს საფრთხის შესახებ სკოლაში მყოფი პირებისა და სკოლის დირექციის გაფრთხილება, სსიპ - 112-ისათვის შეტყობინება. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სკოლაში მყოფი პირების ევაკუირება;
  • უზრუნველყოს ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგი; სკოლაში არსებული ვიდეომონიტორინგის სისტემაზე ზედამხედველობა და სრული წვდომის განხორციელების პროგრამული შესაძლებლობა.
  • დარღვევის ან ინციდენტის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  • არ გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
  • მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
  • მონაცემებზე წვდომის, გამოყენებისა და დაცვის მონიტორინგი;
  • მონაცემთა გონივრულად და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გამოყენება.

სამუშაო საათები: 08:30-18:00 სთ.

ანაზღაურება: შეთანხმებით.

სასურველია: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

კონკურსის ეტაპები:
  1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
  2. გასაუბრება.