დაცვის თანამშრომელი — BET25

BET25 — ლოგო
BET25

დაცვის თანამშრომელი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"bet25" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი.

სამუშაო განაკვეთი: 24 სთ ყოველ მე-4 დღეს.

უშუალო ხელმძღვანელი: ცვლის უფროსი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1400 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
  • უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
  • მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება, რათა არ დაუშვას ობიექტზე არასრულწლოვანები;
  • მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე;
  • სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს;
  • სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და დეპარტამენტის წესებსა და რეგულაციებს;
  • ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;
  • საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.