დაცვა - მძღოლი — კომპანია

კომპანია

დაცვა - მძღოლი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია: დაცვა - მძღოლი

ვიწვევთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს დაცვა-მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მოსწავლეების უსაფრთხო ტრანსპორტირება დილისა და საღამოს საათებში, დადგენილი მარშრუტისა და განრიგის შესაბამისად;
  • სკოლის სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ყოველდღიური კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის დროული შეტყობინება;
  • დღის განმავლობაში სკოლის ტერიტორიაზე დაცვის ფუნქციების შესრულება;
  • სკოლის ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სკოლის შესასვლელსა და გასასვლელში ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი;
  • უსაფრთხოების წესებისა და სკოლის შიდა რეგულაციების დაცვა;
  • საგაგანგებო ან საეჭვო სიტუაციებზე დროული რეაგირება და შესაბამისი პირების ინფორმირება;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია D კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
  • ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება და საგზაო მოძრაობის წესების კარგი ცოდნა;
  • დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
  • ყურადღებიანობა, ორგანიზებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი;
  • კეთილსინდისიერება და მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა.
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწრაფი რეაგირების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი,
  • სამუშაო ადგილი: თბილისი. საბურთალო
  • ანაზღაურება: 2000 ლარი (NET)