დაწყებითი საფეხურის დამხმარე მასწავლებელი - ინგლისური
ახალი სკოლა აცხადებს ვაკანსიას ინგლისური განყოფილების დაწყებითი საფეხურის (Primary Years Programme - PYP) დამხმარე მასწავლებელი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (08:45-16:00)
პოზიციის აღწერა
ვიწვევთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და მზრუნველ კანდიდატებს ინგლისური განყოფილების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი მჭიდროდ ითანამშრომლებს კლასის მასწავლებლებთან, რათა ხელი შეუწყოს პოზიტიური, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც მხარს უჭერს მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას.
ძირითადი მოვალეობები:
- კლასის მასწავლებლის მხარდაჭერა სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და რესურსების მომზადების პროცესში.
- ინდივიდუალური, მცირე ჯგუფური და მთელი კლასის აქტივობების დროს მოსწავლეთა მხარდაჭერა.
- უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში მონაწილეობა.
- მოსწავლეთა ზედამხედველობა გაკვეთილების, შესვენებების, ექსკურსიებისა და სასკოლო ღონისძიებების დროს.
- სხვადასხვა სასწავლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერა და მათი დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.
- სასწავლო მასალების, ვიზუალური რესურსებისა და საკლასო სივრცის ორგანიზებაში დახმარება.
- მოსწავლეთა პროგრესის, ქცევისა და კეთილდღეობის შესახებ დაკვირვებების გაზიარება კლასის მასწავლებელთან.
- შეფასების დოკუმენტაციისა და მოსწავლეთა პორტფოლიოების მომზადებაში მონაწილეობა.
- საერთაშორისო ბაკალავრიატის მოსწავლეთა მახასიათებლების და ღირებულებების ხელშეწყობა.
- სასკოლო შეხვედრებსა და პროფესიული განვითარების აქტივობებში მონაწილეობა.
- საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ეფექტური კომუნიკაციის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი განათლების, ბავშვთა განვითარების, ფსიქოლოგიის ან მონათესავე სფეროში (ან აღნიშნული მიმართულებს სტუდენტი).
- დაწყებითი საფეხურის ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია.
- საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დაწყებითი საფეხურის პროგრამის (PYP) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- ძლიერი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები.
- გუნდური მუშაობის უნარი.
- პოზიტიური დამოკიდებულება, მოქნილობა და მოსწავლეთა კეთილდღეობისადმი ერთგულება.
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მზრუნველი და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა.
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- მოთმინება, კრეატიულობა და ახალგაზრდა მოსწავლეებთან მუშაობის ენთუზიაზმი.
- ბავშვთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.
- პროფესიონალიზმი, სანდოობა და ეთიკური სტანდარტების დაცვა.