დასუფთავების თანამშრომელი — პარაგრაფ გოლფი და სპა თაბორი, აუტოგრაფ ქოლექშენი

პარაგრაფ გოლფი და სპა თაბორი, აუტოგრაფ ქოლექშენი — ლოგო
პარაგრაფ გოლფი და სპა თაბორი, აუტოგრაფ ქოლექშენი

დასუფთავების თანამშრომელი

₾1600 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Paragraph Golf & Spa, Tabori, Autograph Collection აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე

ანაზღაურება: 1600 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული ნომრების და საჯარო სივრცეების დასუფთავება;
  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულება;
  • ფიზიკური შრომისთვის/დატვირთვისთვის მზადყოფნა;
  • აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოწესრიგებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • კვებას;
  • უნიფორმას;
  • ტრანსპორტირებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაფგრაფ თაბორი რიზორთსი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაფგრაფ თაბორი რიზორთსი" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც. გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაფგრაფ თაბორი რიზორთსი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლბების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით მისამართზე ლ.გუდიაშვილის ქ. 2.