დასუფთავების სპეციალისტი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
აცხადებს ვაკანსიას
დასუფთავების სპეციალისტის
პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დასუფთავების განრიგის შესაბამისად, სამუშაო ფართის, სასწავლო ფართის და დამხმარე ფართის (მათ შორის, საერთო სარგებლობის სივრცეების - დერეფნების, ფოიეების, სველი წერტილების, სხვ.) დასუფთავება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების განუხრელი დაცვით;
- დასუფთავების განრიგის შესაბამისად, სამუშაო, სასწავლო და დამხმარე ფართის კომპლექსური დასუფთავება;
- შრომის, უსაფრთხოების და სანიტარული რეგულაციების დაცვა და შენარჩუნება;
- საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების დაცვა ქიმიკატების გამოყენებისას;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო გამოყენება;
- ბტუ-ს ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მიღებული უკუკავშირის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
- სხვა ფუნქციების შესრულება, რაც დაკავშირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასუფთავებასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).
პიროვნული თვისებები:
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობა;
- დისციპლინურობა;
- მოწესრიგებულობა;
- პუნქტუალურობა.