დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველი- ბუკნარი
Buknari Hotel აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველის თანამდებობაზე.
ხელფასი: 1800 ლარი (NET)
მდებარეობა: ბუკნari
ძირითადი მოვალეობები:
- დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლების (Room Attendants, Public Area Cleaners) ყოველდღიური მუშაობის ზედამხედველობა;
- სამუშაო გრაფიკების შედგენა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- სასტუმროს ნომრების, საზოგადოებრივი ზონებისა და მომსახურების სივრცეების ინსპექტირება;
- სისუფთავის, წესრიგისა და ვიზუალური სტანდარტების შესაბამისობის კონტროლი;
- დასუფთავების დეპარტამენტის SOP-ების (Standard Operating Procedures) შესრულების უზრუნველყოფა;
- თეთრეულის, უნიფორმების და დასუფთავების ინვენტარის სწორი გამოყენებისა და აღრიცხვის კონტროლი;
- დაკარგული ნივთების (Lost & Found) მართვის პროცესის ზედამხედველობა;
- სტუმრების საჩივრებსა და მოთხოვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
- უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
- დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დასუფთავების დეპარტამენტში ზედამხედველის ან უფროსი თანამშრომლის პოზიციაზე;
- სასტუმროს ჰაუსქიფინგის ოპერაციების ცოდნა;
- მენეჯერული უნარები;
- დროისა და სამუშაო პროცესების ეფექტური მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ხარისხის სტანდარტები;
- ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
- ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
- პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
- პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).